ესგ-თი გაუთვალისწინებელი საკითხების სწავლების შესახებ - მოსაზრებები

ესგ-ის მიხედვით მათემატიკის სასწავლო პროგრამაში არის ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის სწავლება აღარ გრძელდება სკოლებში. ამის შესაბამისად მიმაჩნია, რომ სკოლაში უნდა ისწავლებოდეს შემდეგი საკითხები:
1. კომპლექსური რიცხვები
როცა მოსწავლეები სწავლობენ თემას ფესვებზე ხშირად გვხვდება ისეტი მაგალითები, რომელიც მოითხოვს უარყოფითი რიცხვიდან ფესვის ამოღებას, მაგრამ ჩვენ ვუხსნით მოსწავლეებს, რომ ლუწი ხარისხის ფესვი უარყოფითიდან არ არსებობს. სინამდვილეში კი არსებობს და ამას ეწოდება კომპლექსური რიცხვი, რომელიც ტოლია კვადრატული ფესვი -1-დან. სასურველი იქნება ამ საკითხით დაინტერესდეთ და მომცეთ უკუკავშირი, შეიძლება თუ არა ამ თემის შემოტანა მათემატიკის სწავლებაში.

გამომეხმაურეთ, გაითვალისწინეთ


2. რამდენად არის შესაძლებელი, რომ მოსწავლეებს ავუხსნათ: 0:0-ზე. რას ნიშნავს ეს გამოსახულება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს საკითხი არის უსასრულობა, რადგანაც ხშირად გვხვდება ეს თემა მიმდევრობის ზღვრების შესწავლის დროს. მიმაცნია, რომ ესგ-ის მიხედვით ეს საკითხი უნდა ისწავლებოდეს სკოლაში.

3. სივრცული ფიგურები
მათი შესწავლის დროს არის მთელი რიგი ამოცანები, რომელიც მოითხოვს მოსწავლეებისგან ღრმა ცოდნას. ესგ-ის სტანდარტის მიხედვით არ ისწავლება სკოლებში სივრცულ ფიგურებში კვეთები, მაგ: სფეროში ჩახაზული კუბი, კონუსში  და კუბში ჩახაზული პირამიდა,  ცილინდრში ჩახაზული პრიზმა... ვფიქრობ, რომ ამ საკითხით ჩემი კოლეგები დაინტერესედებიან.

No comments:

Post a Comment