რა არის პროექტით სწავლება - მეთოდური გვერდი

პროექტით სწავლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიაა, რომელიც დაინერგა ამ ბოლო წლებში საგანმანათლებლო სივრცეში. თანამედროვე განათლების სისტემაში პროექტით სწავლება ხელს უწყობს დასახული ამოცანის გადაწყვეტას. მის საფუძველს სამი კომპონენტი ქმნის: დამოუკიდებლობა, შემოქმედებითობა და მიზნის მიღწევა. პროექტის სწავლების მეთოდის საშუალებით მოსწავლე სწავლობს პრობლემის გადაჭრას, დამოუკიდებლად მუშაობას, კრიტიკული აზროვნების ფაქტებზე დაყრდნობით მეცნიერული ობიექტური დასკვნების გამოტანის, ჯგუფური მუშაობის, სხვადასხვა სოციალური როლის შესრულებას ამიტომ მისი გამოყენება სასწავლო პრაქტიკაში აუცილებელია. პროექტული საქმიანობები შეიძლება იყოს: კვლევითი, სოციაური, ინფორმაციული, შეფასებითი, რეფლექსური, მენეჯერული და ა.შ.

ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ხშირად ვიყენებ პროექტით სწავლებას.

ესგ-ს თანახმად სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციაა. ის სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრაციის მიზნით ისეთი ღირებულებებისა და უნარების ჩამოყალიბებას გულისხმობს, როგორიცაა კონსტრუქციული თანამშრომლობა, გადაწყვეტილებების მიღება და სხვა.
ალბათ დამეთანხმებით, რომ სკოლაში სოციალური პროექტის განხორციელება არის საუკეთესო საშუალება. სოციალური პროექტი მიმართულია გარემოს გაუმჯობესების, კონსტუქციულ სოციუმში რეალური სოციალური საჭიროების შესწავლია და სოციალური სიტუაციის გაუმჯობესებისაკენ. რის საბოლოო მიზანია სამოქალაქო საზოგადოების განვითარება ვინაიდან სკოლაში მოსწავლე არამარტო კონკრეტულ დისციპლინებს სწავლობს არამედ სკოლასთან და ოჯახთან თანამშრომლობით ზრუნავს მათ აღზრდასა და მორალურ განვითარებაზე.
სოც პროექტის განმახორციელებელი შეიძლება იყოს მასწავლებელი, მშობელი, მოსწავლე, თემი და ა.შ.
სოც პროექტი შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა თემებზე: ეკოლოგია, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, განათლება და ა.შ.
ამ მიმართულებით გადავწყვიტე განმეხორციელებინა პროექტი მე-6-ე კლასის მოსწავლეებში ემაზე "შხამიანი სოკოები და საყოფაცხოვრებო ნივთები". მიმაჩნია, რომ აღნიშნული პროექტი დაეხმარება ჩემს კოლეგებს პედაგოგიურ საქმიანობაში.
პროექტის დამთავრების შემდეგ შესაძლებელია მასწავლებემა შეიმუშავოს შეფასების მკითხვარები, რომელიც მდგომარეობს შემდეგში.
 იმისათვის, რომ მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესო მინდა გავარკვიო, როგორ შეაფასებდით მას.
1 როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ;
2. შეიცვალა თუ არა პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა
3. ნათლი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორცილებეასა და შედეგების მიღწევაში?
4. მასწავლებელმა მიჩვენა როგორ უნდა ვმუ/შაობზე პრპოექტზე
5. როდესაც მხარში დგომა მჭირდება მასწავლებელი ჩემს გვერდითაა
6. შედეგებით კმაყოფილი ვარ
7. ყველაზე მეტად რას შეაქებდით ან გააკრიტიკებდით პროექტში?
ქება:

კრიტიკა:


დიდი მადლობა დახმარებისათვის

სსიპ ალ. ჯავახიშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტ სოფ. ძევერის საჯარო სკოლა
პროექტის ავტორი: ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ჯულიეტა მელქუაშვილი
პროექტის სამიზნე ჯგუფი: 6 კლასი

პროექტის სახელწოდება: უსაფრთხო გარემო ჩვენს ირგვლივ“
პროექტში მონაწილეები: VI კლასის მოსწავლეებიმასწავლებელი, მშობლები.
პრობლემების ანალიზი: თემის შესწავლისას მოსწავლეებში გამოიკვეთა ინტერესი საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერების და ბუნებაში არსებული შხამიანი მცენარეების არსებობის შესახებთუ რა დაზიანებები და შეგრძნებები შეიძლება გამოიწვიოს ამ ნივთიერებებმა და მცენარეებმა ადამიანზეროგორ შეიძლება მოვახდინოთ პრევენცპია.
თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების გარეშეასევე ბუნებაში არსებობს შხამიანი მცენარეებირომელთა არასწორმა გამოყენებამ და შეხებამ შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობამოწამვლატოქსიკური შეგრძნებები.
პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეების ცოდნა ამაღლდება საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერების თვისებების და მათ მიერ მიყენებული ზიანის შესახებასევე ბუნებაში გაარჩევენ და ამოიცნობენ შხამიან მცენარეებსრომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ადამიანის ჯანმრთელობასდაიცავენ უსაფრთხოების წესებს.
პროექტის მიზნები მოკლევადიანი მიზანი:
1. მოსწავლეების მიერ ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი მავნე ფაქტორების ამოცნობა (საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებებიასევე ბუნებაში არსებული შხამიანი მცენარეები).
2. საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებებისასევე ბუნებაში არსებული შხამიანი მცენარეების მიერ მიყენებული ზიანის შემთხვევაში პრევენციის უნარის განვითარება.
გრძელვადიანი მიზანი კვლევაძიებისდაგროვილი ცოდნის პრეზენტაციის უნარ-ჩვევის განვითარება
ბუნ.VI.8.მოიძიებს ინფორმაციას ადამიანის მავნე ჩვევების შესახებ და ამზადებს მათ საწინააღმდეგო სააგიტაციო მასალას.
პროექტის ამოცანები 1. საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებებისშესწავლა და მისი
უსაფრთხო გამოყენება
2. ბუნებაში არსებული შხამიანი მცენარეების თვისებების შესწავლა და მათთან ურთიერთობა.
3. სააგიტაციო ბუკლეტების დამზადება და დემონსტრირება.
მოსალოდნელი შედეგები
1. მოსწავლეები გააცნობიერებენ საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებების და ბუნებაში არსებული შხამიანი მცენარეების გავლენას ჯანმრთელობაზე.
2.გაარჩევენ უსაფრთხო და მავნე მცენარეებსგაეცნობიან საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობას.
3.განივითარებენ კვლევა-ძიებისპრეზენტაციის გაკეთების უნარს.
4.დაამზადებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედი საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებების და შხამიანი მცენარეების მავნებლობაზე საინფორმაციო ბუკლეტებს.
მიზნობრივი ჯგუფი: მე-6 კლასის მოსწავლეები
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები:
მოსწავლეებთან დისკუსის შედეგად  მოსწავლეებში წარმოიშვა მეტად მნიშვნელოვანი კითხვებირომელიც მე-6 კლასის მოსწავლეების ცოდნის შესაბამისი იყოკერძოდ საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერების და ბუნებაში არსებული შხამიანი მცენარეების შესახებ.
მოსწავლეებისთვის ცნობილი იყო საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერების შესახებ თუ რატომ და რისთვის გამოიყენებდნენმაგრამ წარმოიშვა კითხვები:
1.რატომ გამოვიყენებთ ოჯახში საყოფაცხოვრებო ქიმიურ ნივთიერებებს თუ ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა?
2.როგორ ხდება მათი დოზირება? გამოავლინეს ცოდნა ბუნებაში არსებული შხამიანი
მცენარეების შესახებრამდენიმე მოსწავლეს ჰქონდა შეხების შემთხვევაც და მისგან გამოწვეული კანზე მცირედი გამონაყარიც.
წარმოიშვა კითხვები:
1.სად ხარობენ შხამიანი მცენარეები?
2.როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან მსგავსი მცენარეები, რომელთაგან ერთერთი შხამიანი შეიძლება აღმოჩნდეს?
3.როგორ შეიძლება დავეხმაროთ ერთმანეთს თუ შხამიანი მცენარეებიდან სხეულის დაზიანება ან მოწამვლის საშიშროება ვიგრძენით?
ამ კითხვებს პასუხი რომ გაეცესმასწავლებელი და მოსწავლეები ჩამოყალიბდნენ დაეგეგმათ სასწავლო პროექტი. აქტივობების განხილვის დროს გათვალისწინებული იქნა მოსწავლეების ინტერესი (წერახატვაფლობა და )

მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფადერთი ჯგუფი მუშაობს საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებებისმეორე ჯგუფი ბუნებაში არსებული შხამიანი მცენარეების თვისებების შესასწავლად.
 მასწავლებელი მუშაობის დაწყების წინ მოსწავლეებს აცნობს მავნე ნივთიერებებთან უსაფრთხოების დაცვის წესებს.
ამოცანა 1. საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებებისშესწავლა და მისი უსაფრთხო გამოყენება (I ჯგუფი)
აქტივობები:
)მოსწავლეები ინდივიდუალურად არკვევენ თავიანთ სახლში თუ რა სახის ქიმიურ ნივთიერებებს იყენებენ მშობლები სამზარეულოშისააბაზანოში და რომელი სარეცხი საშუალებებით სარგებლობენ.
ასურათებენ სახლში არსებულ ყველა საყოფაცხოვრებო ქიმიურ ნივთიერებებსეტიკეტების საშუალებით სწავლობენ მათი მოხმარების წესს და დოზირებას.
ჯგუფში დაბრუნების შემდეგ მოსწავლეები აგროვებენ მათ მიერ მოპოვებულ მასალებსინტერნეტის საშუალებით არკვევენ თუ რა მავნებლობა შეუძლია გამოიწვიოს ამა თუ იმ საყოფაცხოვრებო ქიმიურმა ნივთიერებებმამისმა უყურადღებო მოხმარებამმოიპოვებენ სხეულზე საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერების მიერ მიყენებული დაზიანებების ფოტოებს.
ამოცანა 2. ბუნებაში არსებული შხამიანი მცენარეების თვისებების შესწავლა და მათთან ურთიერთობა.(II ჯგუფი)
აქტივობები:
)მოსწავლეები ინდივიდუალურად არკვევენ ოჯახებში უფროსების გადმოცემითენციკლოპედიებიდანსხვადასხვა ცნობარებიდან ბუნებაში არსებული შხამიანი მცენარეების თვისებების შესახებ და მათ მავნებლობაზეთუ სადმე მათი სახლის ახლოს არსებობს ასეთი მცენარეები დაასურათებენ (შხამიანი სოკოებიყვავილები)
)ჯგუფში დაბრუნების შემდეგ მოსწავლეები აჯერებენ მათ მიერ მოპოვებულ მასალებსინტერნეტის საშუალებით არკვევენ თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია ბუნებაში არსებულ შხამიან მცენარეებსმოიპოვებენ ამ მცენარეების მიერ სხეულზე მიყენებული დაზიანებების ფოტომასალას.

ამოცანა 4. . სააგიტაციო ბუკლეტის დამზადება და დემონსტრირება.
აქტივობა
ჯგუფები მასალების შეგროვების შემდეგ აწყობენ პრეზენტაციას. პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები სკოლაში დაარიგებენ წინასწარ მომზადებულ ბუკლეტებსადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედი საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებების და შხამიანი მცენარეების მავნებლობაზე და უსაფრთხოებაზე.

საპროექტო საქმიანობები:
სამუშაო გეგმა - საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებების, შესწავლა და მისი უსაფრთხო გამოყენება (I ჯგუფი).
ბუნებაში არსებული შხამიანი მცენარეების თვისებების შესწავლა და მათთან ურთიერთობა.(IIჯგუფი)
სააგიტაციო პლაკატების დამზადება და დემონსტრირება.

პასუხისმგებელი პირი: მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი.
ვადები: 2.05-25.05

პროექტის მონიტორინგი
საჭირო საქმიანობები:     
საყოფაცხოვრებო ქიმიური
ნივთიერებებისშესწავლა
და მისი უსაფრთხო
გამოყენება. (I ჯგუფი)
მონიტორინგის ინდიკატორები
მასწავლებელი აკვირდება
ინდივიდუალურად მუშაობის
შემდეგ ჯგუფში დაბრუნებული
ყველა მონაწილის მოპოვებულ
მასალას და შემდგომ მუშაობას.
აძლევს განმავითარებელ
შეფასებას.

საჭირო საქმიანობები:
ბუნებაში არსებული
შხამიანი მცენარეების
თვისებების შესწავლა და
მათთან ურთიერთობა.
(IIჯგუფი)
მონიტორინგის ინდიკატორები:
მასწავლებელი აკვირდება
ინდივიდუალურად მუშაობის
შემდეგ ჯგუფში დაბრუნებული
ყველა მონაწილის მოპოვებულ
მასალას და შემდგომ მუშაობას.
აძლევს შუალედურ ტესტს
მიღებული ცოდნის შესახებ აძლევს
განმავითარებელ შეფასებას.
საჭირო საქმიანობები:
სააგიტაციო პლაკატების
დამზადება და
დემონსტრირება.
მონიტორინგის ინდიკატორები:
მასწავლებელი აკვირდება
სააგიტაციო პლაკატების
დამზადების პროცესს და აძლევს
განმავითარებელ შეფასებას.



რეფლექსია
2018-19 სასწ. წ. 2.05-25.05 დავგეგმე სოციალური პროექტი „უსაფრთხო გარემო ჩვენს ირგვლივ“, რომლის მიზანი იყო:
1. მოსწავლეების მიერ ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი მავნე ფაქტორების ამოცნობა (საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებებიასევე ბუნებაში არსებული შხამიანი მცენარეები).
2. საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებებისასევე ბუნებაში არსებული შხამიანი მცენარეების მიერ მიყენებული ზიანის შემთხვევაში პირველადი დახმარების გაწევისა და პრევენციის უნარის განვითარება.
3.გრძელვადიანი მიზანი კვლევაძიებისდაგროვილი ცოდნის პრეზენტაციის უნარ-ჩვევის განვითარება.
სამიზნე ჯგუფად შევარჩიე მე-6-ე კლასის მოსწავლეები. პროექტზე მუშაობა გაგრძელდა სამი კვირის განმავლობაში. პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში ვინაიდან მათ მწირი ინფორმაცია ჰქონდათ გარემოში არსებული მავნე ნივთიერებისა და სხვა ქიმიური შენაერთების გამოყენებაზე ცხოვრებაში. მოსწავლეები თითქოს ზერელე თვალით უყურებენ ყოველივე ამას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის არის თუ არა უსაფრთხო საყოფაცხოვრებო მასალები ან ნივთიერებები, მცენარეები, რომლებიც შხამანია. მუშაობა წარიმართა 4 ეტაპად:
1.      მოსწავლეებთან ერთად მოვიძიეთ ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით
2.      მოვახდნე მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად. ჯგუფებში გაწერილი იყო დავალებები. პირველი ჯგუფის დავალება იყო ქიმიურ ნივთიერებათა შესწავლა და მათი უსაფრთხო გამოყენება ოჯახურ პირობებში. მეორე ჯგუფის ბუნებაში არსებული შხამიანი მცენარეების შესწავლადა მათთან ურთოერთობა.
3.      მათ შეისწავლეს და მოიძიეს საყოფაცხოვრებო ნივთიერებები, ოჯახში გამოსაყენებელი სარეცხი ფხვნილები და სხვა მასალების შესახებ ინფორმაციები. აგრეთვე გარემოში არსებული შხამიანი მცენარეები და მათი შედეგები ადამიანზე.
4.      მოეწყო პრეზენტაცია სკოლაში. მოსწავლეებმა წარმოადგინეს რესურსები, მათ მიერ შექმნილი ბუკლეტები, რომლებიც დაურიგდათ პრეზენტაციაზე დამსწრეებს. მუშაობის დროს მათ ისწავლეს საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება, გაიწაფნენ ინფორმაციის მოძიებასა და დახარისხებაში, განუვითარდათ თანამშრომლობითი, პრობლემის მოგვარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევები.
პროექტზე მუშაობის დროს გამოიკვეთა პრობლემები. რესურსების ეტიკეტზე გამოყენებული იყო ბევრი ისეთი ტერმინი, რომელმაც გაუგებრობა გამოიწვია მუშაობის დროს რისთვისაც დამჭირდა მშობელთა ჩართულობა. უმჯობესი იქნებოდა წინასწარ მიმეცა მოსწავლეებისთვის მითითება, რომ ეტიკეტიდან ამოეწერათ მხოლოდ ის განმარტებები, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის იქნებოდა საზიანო, რასაც შემდეგში გავითვალისწინებ.


საერთო ჯამში პროექტზე მუშაობას ვთვლი დამაკმაყოფილებლად, ვინაიდან გაიზარდა ინფორმირებულოობის დონე მოსწავლეებში და საზოგადოებაში, რაცხ ელს შეუწყობს ადამიანს ამა ტუ იმ რესურსის მოხმარებისას გამოიჩინოს სიფრთხილე. ყველაზე წარმატებული იყო აქტივობა ინფორმაციის მოძიებაზე, რაშიც მათ მშობლები ეხმარებოდნენ. თითოეული აქტივობა წარიმართა გეგმის მიხედვით.

No comments:

Post a Comment