მეთოდური გვერდი, განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობა საგაკვეთილო პროცესში

განმავითარებელი შეფასება ესაა აქტივობა, რომლის შესახებაც ვიგებთ ინფორმაციას, რამდენად ნაყოფიერია სწავლება და რა ცვლილებები უნდა შევიტანოთ მასში. იგი ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. განმავითარებელი შეფასება გამოხატულებაა მასწავლებლის რეაგირება მოსწავლეთა სასწავლო ქცევაზე, რომელიმე ფორმით მიწოდებული უკუკავშირი, განსაკუთრებით ეფექტურის ინდივიდუალური უკუკავშირის მიღება მოსწავლეებისთვის. არსებობს განმავითარებელი შეფასების მრავალი ინსტრუმენტი. ჩემს პედაგოგიუ პრაქტიკაში ხშირად ვიყენებ განმავითარებელუ შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტებს, კერძოდ გასასვლელ ბარათებს. იმისათვის, რომ გავიგო რამდენად იყო ჩართული მოსწავლე ახალ მასალასთან დაკავშირებით. იგი პირდაპირ კავშირშია სასწავლო მიზნებთან და კრიტერიუმებსათვის იძლევა საშუალებას თავად მოსწავლემ მიადევნოს თვალი საკუთარ პროგრესს მიზნებთან მიმართებაში.
ამ აქტივობის გამოყენების საწყის ეტაზე ვცდილობ მოსწავლეებს ავუხსნა მისი მნიშვნელობა, მიზანი, გამოყენების წესები, რის შედეგადაც ისინი შემდეგში გაიწაფებიან.
გასასვლელი ბარათების კითხვარების სახე დამოკიდებულია გაკვეთილის თემაზე და ტიპზე, გაკვეთილის ბოლოს ვახერხებ მოსწავლეებისათვის მის დარიგებას. სასურველი იქნება ჩემს კოლეგებს ვურჩიო, რომ კითხვარებზე პასუხების გაცემა ანუ ანალიზი მოხდეს იმავე გაკვეთილზე. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია მისი განხილვა მომდევნო გაკვეთილზე. მასწავლებელი მოსწავლეთა პასუხების საფუძველზე გეგმავს შემდეგისთვის გაკვეთილს.
ჩემს კოლეგებს მინდა ვურციო, რომ ეს სტრატეგია საკმაოდ მნიშვნელოვანია. გთხოვთ გაეცნოთ მის გამოყენებას მეექვსე კლასის გეგმაში, რომელიც განთავსებულია ბოლოს.



 სამოდელო გაკვეთილის  გეგმა მათემატიკაში                                         თარიღი: 8.04.2019 წ.
მასწავლებელი: ჯულიეტა მელქუაშვილი
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი, მეექვსე კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 10 მოსწავლე
სამოდელო გაკვეთილის ტიპი: ესგ-ის გამჭოლ კომპეტენციაზე გამსვლელი გაკვეთილი -სემიოტიკა.
გაკვეთილის თემა: პროპორცია.
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლემ  შეძლოს:
1. სიდიდეებს შორის დამოკიდებულებების გამოსახვა,განვრცობა და აღწერა.
2.დასმული ამოცანის მიხედვით მონაცემის წარმოდგენის ადეკვატური ხერხის შერჩევა და ანალიზის საფუძველზე ცხრილის შექმნა, პროპორციის დაწერა.
3.პროპორციის  წევრებს შორის ურთიერთკავშირის განხილვა და დადგენა.
                                           
   
                                                      გაკვეთილის გეგმა
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო
(წუთ
ი)
1
მასწავლებელი ესალმება კლასს, აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს. შეახსენებს კლასში ქცევის წესებს,
 მოსწავლეებთან ერთად აანალიზებს საშინაო დავალებას ,აცნობს გაკვეთილის თემას,მიზანს და  განუმარტავს შეფასების რუბრიკებს. (დანართი 1)
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან
ქცევის წესები





შეფასების რუბრიკები
2
2
წინარე ცოდნის გააქტიურება.

მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვა „წილადები“ და სთხოვს მოსწავლეებს  წაიკითხონ  წილადები.
დაახარისხონ ისინი  T- დიაგრამის სქემის მიხედვით. ერთ მხარეს ყველა ტოლი წილადი, მეორე  მხარეს  დანარჩენი წილადები. მოსწავლეებისაგან სასურველი პასუხების მისაღებად მასწავლებელი გამოიყენებს ხარაჩოს მეთოდს, იგი სთხოვს მოსწავლეებს დაასაბუთონ რატომ არიან ან რატომ არ არიან ისინი ტოლი. (მოსწავლეებმა იციან წილადის ძირითადი თვისება და შეკვეცა}


დემონსტრირების მეთოდი













კითვა-პასუხი







მთელი კლასი
მასწავლებლის  მიერ შექმნილი T დიაგრამა.




5
3
ძირითადი ნაწილი-
ახალი მასალის ახსნა.

მასწავლებელი ასახსნელი  მასალის - თემის სათაურის გაცნობის  მიზნით: ა.მოსწავლეებს  უჩვენებს წინასწარ გამზადებულ სქემას და სთხოვს დაკვირვებით გაეცნონ ვიზუალურ მასალას,შეუსაბამონ ასოებს რიცხვები,რომ მიიღონ საჭირო სიტყვა, განუმარტავს, დაშიფრული სიტყვაა დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემა(პროპორცია) (დანართი2)

ბ..მასწავლებელი კლასს ყოფს ტრიადებად ჯგუფური მუშაობის ჩატარების მიზნით,შეახსენებს ჯგუფური მუშაობის წესებს,ურიგებს  ტექსტებს ლექსების სახით და  ცხრილებს,დავალება ჯგუფებისთვის განსხვავებულია,მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ინტრუქციას,რომ მათ უნდა წაიკითონ ლექსი,გაიაზრონ,ამოიცნონ არის თუ არა დამოკიდებულება სიდიდეებს შორის,ან რამდენ სიდიდეს შორის არის დამოკიდებულება,შესაბამისად უნდა შეავსონ ცხრილი და გამოთქვან ვარაუდები ზეპირი პრეზენტაციის სახით.(დანართი3)

გ.მასწავლებელი დაფაზე აჩვენებს ცხრილებს,მოსწავლეებს განუმარტავს ცხრილის შევსების ინსტრუქციას  და უთითებს შეავსონ ცხრილის ცარიელი უჯრები, შემდეგ კი  ეკითხება მოსწავლეებს:მოცემული სიდიდეები  ხომ არ არის  ერთმანეთზე დამოკიდებული? (
დანარი4)




დ.  მასწავლებელი უჩვენებს კლასს ფორმულებს პროპორციის შესახებ,განუმარტავს მის წევრებს, თვისებებს.მასწავლებელი  ცდილობს  მოსწავლეებს დაანახოს: რა მოხდება  იმ შემთხვევაში თუ პროპორციის  ელემენტებს  ადგილებს  შევუცვლით? მოსწავლეები აკეთებენ დასკვნებს.(დანართი5)

წიგნზე მუშაობა.
 მოსწავლეებმა უნდა მოახდინონ  შეძენილი
  ცოდნის დემონსტრირება პროპორციის შესახებ სხვადასხვა ხერხით, შეასრულონ  სავარჯიშოები სახელმძღვანელოდან.








ვერბალური ახსნა

თვალსაჩინოების  მეთოდი
























ვერბალური ახსნა
ცხრილზე მუშაობა












კითვა-პასუხი




















კითვა-პასუხი















წერითი მუშაობა
მთელი კლასი




















მთელი კლასი




































მთელი კლასი



















მთელი კლასი












მთელი კლასი
მასწავლებლის მიერ მომზადებული 
სქემა



















ტექსტი

































ცხრილი









ფორმულები















დაფა, რვეული,ცარცი,







სახელმძღვანელო




5
















6

























3













       


5















5
















4
ჯგუფური მუშაბა



მოსწავლეებმა  წინასწარ გამზადებული სამი კონვერტიდან შემთხვევით  ირჩევენ მხოლოდ ერთს,სადაც მოთავსებულია  სამივე ჯგუფის დავალება. დავალებები განსხვავებულია.(დანართი 6)

ქეისის მეთოდი
ჯგუფური მუშაობა
დავალების ბარათები, თაბახის ფურცლები,
მარკერები.
6
5
მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს. მასწავლებელი, მათ დროდადრო აძლევს განმავითარებელ შეფასებას.
პრეზენტაცია
ინდივიდუალური
მოსწავლეების მიერ ჯგუფური მუშობის  შედეგად შექმნილი რესურსი
6
6
საშინაო დავალება.

მასწავლებელი მოსწავლეებს უთითებს სახელმძღვანელოდან შესაბამის პარაგრაფს და სავარჯიშოების ნომრებს.
ვერბალური ახსნა


მთელი კლასი.
სახელმძღვანელო.
გვ.40-42
N 3, 5,6-ის ა და
ე.
1

7
გასასვლელი ბარათების შევსება

თვითშეფასების უნარის განსავითარებლად მასწავლებელი იყენებს „დაუსრულებელი წინადადებების“ ტექნიკას,თითოეულ მოსწავლეს ურიგებს ბარათებს და სთხოვს დაასრულონ წინადადებები....(თემის ირგვლივ მე ვიცი.... ჩემთვის საინტერესოა..... მე მინდა გავიგო მეტი.....)
(დანართი 7)
.

ვერბალური
მთელი კლასი
გასასვლელი ბარათები
1

ესგ სტანდარტი
მიმართულება: კანონზომიერებები და ალგებრა.
                                  მათ.6.5. მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის დამოკიდებულებების გამოსახვა, განვრცობა და აღწერა.

შედეგი თვასაჩინოა ,თუ მოსწავლე:

1.მოცემული  დამოკიდებულებებისთვის(მათ შორის რეალურ ვითარებაში)თვისობრივად და რაოდენობრივად აღწერს თუ რა გავლენას ახდენს ერთი სიდიდის ცვლილება  მასზე დამოკიდებულ მეორე სიდიდეზე დასხვა ატრიბუტებზე.

2.სიტყვიერად მოცემული წესის მიხედვით ან მოცემული ასოით გამოსახულებაში სხვადასხვა რიცხვების ჩასმით  ავლენს სიდიდეებს შორის  დამოკიდებულებების გამომსახველ ცხრილს.
3.განავრცობს  სიდიდეებს შორის  დამოკიდებულებების  გამომსახველ ცხრილს: ცვლადის მითითებულუ მნიშვნელობაბისათვის პოულობს  დამოკიდებული სიდიდის გამოტოვებულ მნიშვნელობას.
                          











  განმავითარებელი შეფასები რუბრიკა                                    დანართი 1
კრიტერიუმები
1-4
5-6
7-8
9-10
მათემატიკური ტერმინების და ცნებების ცოდნა(წილადი,პროპორცია)
მოსწავლე დახმარების გარეშე ვერ აყალიბებს მათემატიკურ ცნებებს
არასრულყოფილად აყალიბებს მათემატიკურ ცნებებს, უჭირს ფორმულების დამახსოვრება
ძირითადად აყალიბებს მათემატიკურ ცნებებს მცირე ხარვეზებით
ყოველთვის იცის ცნებები და განმარტებები
ცოდნის გამოყენება
დახმარების გარეშე ვერ პოულობს ამოცანების ამოხსნის გზას
არასრულყოფილად პოულობს ამოცანების ამოხსნის გზას, ვერ ასრულებს მას
ძირითად პოულობს ამოცანების ამოხსნის გზას მაგრამ ხარვეზებით
სრულყოფილად პოულობს ამოცანის ამოხსნის გზას, იყენებს ცოდნას
კავშირი მათემატიკურ გამოთვლებსა და ამოცანებს შორის
ვერ ამყარებს კავშირს მათემატიკურ გამოსახულებასა და ამოცანებს შორის
არასრულყოფილად ამყარებს კავშირს სხვადასხვა ამოცანებსა და გამოსახულებებს შორის
ძირითადად ამყარებს კავშირს სხვადასხვა ამოცანებსა და გამოსახულებებს შორის
ყოველთვის ამყარებს კავშირს ამოცანასა და გამოსახულებას შორის შედეგი მიღწეულია
გამოთვლები
გამოთვლები არ მეტყველებს ამოცანის გაგებაზე, შედეგი არაადეკვატურია
არასრულყოფილად აკეთებს გამოთვლებს შედეგი არასრულყოფილია
გამოთვლები სწორია თუმცა შეიცავს ტექნიკურ ხარვეზებს
გამოთვლები სწორია არჩეულია და გამოყენებული აქვს გამოთვლების ოპტიმალური ხერხი








დანართ 7

გასასვლელი ბარათები

1.თემის ირგვლივ მე ვიცი.......
2.ჩემთვის საინტერესოა......
3.მე მინდა გავიგო მეტი......

დანართი 8
მოსწავლეზე დაკვირვება და შედეგების აღრიცხვა
შეფასების რუბრიკა,სადაც მასწავლებელი აფიქსირებს პირობით სიმბოლოებს:მაღალი +, საშუალო <,საჭიროებს დახმარებას _.
მოსწალის გვარი და სახელი
რამდენად წარმატებით და მასწავლებლის გარეშე ასრულებს დავალებებს
აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში
იცის მათემატიკური ცნებები,განმარტებები
რამდენად ნაყოფიერად მუშაბს ჯგუფურ მუშაობაში
საშუალო შედეგი












  დანართი 6
      ჯგუფური მუშაობის   დავალება
Iჯგუფის დავალება
1)      რატომ არის პროპორცია:  
2)      ამოხსენი განტოლება:  
3)      დაწერე პროპორცია ისეთი რომ კიდურა წევრების ნამრავლი იყოს 12.


II ჯგუფის დავალება
1)      არის თუ არა პროპორცია:  ;
2)         შეუცვალე წევრებს ადგილი და მიიღე სხვა პროპორცია;
3)      თუ   , მაშინ  -რას უდრის?



      III ჯგუფის დავალება
1)      ამოხსენი განტოლება: 
2)      ლუკამ 1 საათში გაიარა 5კმ ლევანმა 2სთ-ში 10კმ რომლის სიჩქარეა მეტი?
3)      შეავსე გამოტოვებული ადგილები:  .

დანართი 2
გამოთვალეთ გამოსახულების მნიშნელობა და გაშიფრე დღევანდელი გაკვეთილის თემა:
            6/2=3
                 ი
          22/11=2
                 ო
           18/3=6
                 ა
           2/6=4
                 რ
           25/5=5
                 ც
           28/4=7
                 პ

    პ
    რ
    ო
    პ
    ო
   რ
    ც
    ი
    ა
    7
    4
    2
    7
    2
    4
    5
    3
    6

დანართი 4
ცხრილში მოთავსებული სიდიდეიერთმანეთზეა დამოკიდებული. შეავსეთ ცხრილის ცარიელი უჯრები
გავლილი მანძლი
დრო
1კმ
3სთ
3კმ
9სთ
5კმ

10კმ

20კმ


ამ შეთხვევაშ ვამბობთ გავლილი მანძლი და დრო პროპორციულია

                                                          დანართი 4
48/2
24
12/2
6
24/1
24
18/3
6

დანართი 5
ფორმულები:
,,a’’ და ,,d’’ კიდური წევრებია,  b და c შუა წევრებია.
a●d=b●c
კიდური წევრების ნამრავლი ტოლია შუა წევრების ნამრავლისა.
ლექსები.....


დანართი 3
1.         ტყიდან რომ ისმის კაკუნი განა ხეებსა ჭრიან,
                 კოდალა გრძელი ნისკარტით ხეში დაეძებს ჭიას,
                 თუ იგი ყოველ ხუთ წუთში თითო ჭიასა ყლაპავს ,
                  საათში რამდენს შესანსლავს იანგარიშე აბა!
2.      თუკი თითო ფანჯარას უნდა ოთხი მინა,
ხუთს რამდენი ჭირდება
ჩემო პაწაწინა?

3.      ამოცანას მოგახსენებ ყური მიგდე ნანა,
კომბაინმა 15 დღეში მომკა 1 ყანა,
ორი ყანის მოსახნავად დღეებია რამდენი,

აბა ამის გასაგებად ვინ მიხვდება პირველი?

No comments:

Post a Comment